

გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი გორის სპორტის სასახლეში 13 და 14 ნოემბერს ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას 2006-2007 და 2008-2009 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მიიღებენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.
ცნობისთვის, დამსახურებული მწვრთნელის მემორიალურ ტურნირს გორი მეხუთედ უმასპინძლებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს