საზოგადოება
31.10.2025 13:00
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინარულ კონფერენციას უმასპინძლებს

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ინტერდისციპლინარულ კონფერენციას უმასპინძლებს.

მუზეუმის ადმინისტრციის ინფორმაციით, ღონისძიება მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება და კონფერენციის თემატიკაა: ეთნოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, ნუმიზმატიკა, ისტორიული გეოგრაფია, ხელოვნების ისტორია, მუზეუმმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა/ისტორიოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, ფოლკლორი.

„ინტერდისციპლინარული კონფერენცია 2025 წლის 6 დეკემბერს ჩატარდება და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსების 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები (200-250 სიტყვა) 25 ნოემბრამდე მისამართზე: ethnomuseumgori@ yahoo. com უნდა გამოაგზავნონ“, - ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები