კულტურა
31.10.2025 12:47
გორის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები საერთაშორისო მუსიკის კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა XX საერთაშორისო მუსიკის კონკურს-ფესტივალში - „ART-DUO“ მიიღეს მონაწილეობა.

სამუსიკო სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ანა სტეფანაშვილმა (პედაგოგი: ლამარა ბარამიძე) და მარიამ ნუკრაძემ (პედაგოგი: ქეთევან ჯანდიერი) პირველი ადგილები დაიკავეს.

ანა ქებაძე (პედაგოგი: ქეთევან გრძელიშვილი), ანასტასია წკრიალაშვილი (პედაგოგი: ლამარა ბარამიძე), საბა გიორგაძე (პედაგოგი: ლამარა ბარამიძე) თეკლა ბუზალაძე (პედაგოგი: ქეთევან გრძელიშვილი) და ელენე სტეფანაშვილი (პედაგოგი: ლამარა ბარამიძე) კი მეორე ადგილის მფლობელები არიან.

რაც შეეხება დუეტების ტურს, ანა სტეფანაშვილის და ანა ქებაძის დუეტმა პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ.

საერთაშორისო მუსიკის კონკურს-ფესტივალი - „ART-DUO“ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა.

კვირის ამბები