

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მორიგი სპექტაკლის გამართვის თარიღს აანონსებს.
6 ნოემბერს, თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი გორელ თეატრისმოყვარულებს ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.
წარმოდგენაში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და ანა ლევენეცი მონაწილეობს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და 16 წლამდე ასაკის მაყურებლები არ დაიშვებიან.
ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge
წარმოდგენა 19:00 დაიწყება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.