

შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და რწმუნებულის მოადგილემ მიხეილ ფავლენიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი პაატა ჩადუნელი მუნიციპალური სამსახურების და ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.
პაატა ჩადუნელმა ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნდობის გამართლებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური სამსახურების და ა(ა)იპ-ების საქმიანობაში გუნდურობის, პროფესიონალიზმის, დეტალებზე ორიენტირებულობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის საჭიროებები მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის