საზოგადოება
30.10.2025 11:15
გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იწყება

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იწყება. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს უხუცესი წევრი, ლიანა ოქროპირიძე გაუძღვება.

საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, გორის №32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, მოხდება სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების არჩევა. ამის შემდეგ დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კი მოხდება თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევა.

დღესვე, მოხდება საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევაც.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 40 წევრისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, ახლადარჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 13 წევრი შევიდა. ასევე, 4%-იანი ბარიერი გადალახა და საკრებულოში თითო-თითო წევრი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს - „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 25 მაჟორიტარულ ოლქში 25-ვემანდატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიპოვა,

საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 40 წევრიან საკრებულოში 38 წევრი „ქართული ოცნებიდან“ გახლავთ, თითო წევრი კი პარტიებიდან „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

კვირის ამბები