

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რაც შეეხება პროექტს, გზის 2 861 მ-იან მონაკვეთს სრული რეაბლიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. გარდა ამისა, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 2 705 500 ლარია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.