სპორტი
29.10.2025 10:21
მერაბ სულეიმანიშვილი 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მერაბ სულეიმანიშვილი 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

სპორტსმენი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ინდოელი, უკრაინელი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები დაამარცხა. რაც შეეხება ფინალს, სულეიმანიშვილი იაპონელ არაშ იოშიდასთან ანგარიშით 2:12 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მერაბ სულეიმანიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ჩატარდა.

კვირის ამბები