საზოგადოება
27.10.2025 14:41
დიცის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა

სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 2-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციისგანვითარების (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა დაენაბორძიკი, არტიკულაცია,კომუნიკაციის სტილი), სმენითი ფუნქციის/სმენითი აღქმისუნარის შეფასება და შეფასების საფუძველზე მეტყველებისა და კომუნიკაციისგანვითარების გეგმისა და განრიგის შედგენა;

მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური სამუშაოების განხორციელება;

თითოეული მოსწავლისთვის შემუშავებული მეტყველების და კომუნიკაციის განვითრების გეგმის გაცნობა მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლისთვის და მასწავლებლებისა და მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა პირისთვის და ა.შ.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 156 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 17 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ელი დეკემბერია მითითებული.

კვირის ამბები