
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები დააჯილდოვეს.
ლევან მახათაძეს, იოანე აბალაკს, ქეთი რობაქიძეს, გიორგი ზურაბაშვილს და მათ მწვრთნელებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს კადეტთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იოანე აბალაკმა - ოქროს, ქეთი რობაქიძემ და გიორგი ზურაბაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. კადეტთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორელი ძიუდოისტები ოქროს (ქეთი რობაქიძე) და ბრინჯაოს (იოანე აბალაკი) მედლებს დაეუფლნენ. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი კი გიორგი ზურაბაშვილმა ვერცხლის, ხოლო იოანე აბალაკმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
რაც შეეხება ლევან მახათაძეს, მიმდინარე წელს პარამკლავჭიდელი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა.