სპორტი
27.10.2025 14:35
ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე (66 კგ.) ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

15-წლამდელთა შორის გამართულ ევროპირველობაზე ლობჟანიძემ მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელი ალექსანდრა კერდოლი დაამარცხა, ნახევარფინალში პოლონელ ნადია მუჩას სძლია, ფინალში კი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენია (მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი).

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი სამი - ოქროს, სამი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კვირის ამბები