საზოგადოება
24.10.2025 11:33
დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების დაკანონება მიმდინარეობს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებს საკუთრებაში გადასცემს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაკანონების პროცესი დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება და იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი ქონების განკარგვის შესაძლებლობას აძლევს.

„ბენეფიციარების უშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებაც ახორციელებს.

დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროცედურების გასატარებლად, საჭიროა, ამხანაგობის თავმჯდომარემ სააგენტოს საერთო სარგებლობის ფართების ამხანაგობისთვის გადაცემის თაობაზე განცხადებით მომართოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: idp. moh. gov. ge

კვირის ამბები