
გორის კულტურის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში კონკურსი - „სიტყვის ძალა“ დაიყო და შესარჩევი ტური ჩატარდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ინტელექტუალური კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობს.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, არაფორმალური განათლების მიმართლებით, სხვადასხვა სახის აქტივობას მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული პროექტს, კონკურსი ჯგუფური ფორმით ტარდება და თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლეა გაერთიანებული. მიზანი კი, ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ხალხური სიბრძნის - ანდაზების გაცნობა-შესწავლაა. კონკურსი, ასევე, დატვირთულია შემეცნებითი და სახალისო აქტივობებითაც“, - აცხადებენ სააგენტოში.
კონკურსის ფინალური შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, გასულ წელს აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული კარალეთის №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.