საზოგადოება
23.10.2025 14:26
გორის №4 საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის №4 საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების შესახებ.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 250-285 ლარით განისაზღვრება.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 27 ოქტომბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 3 ნოემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები