
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამა გორის, ქარელის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ასევე, ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და სოფელ კაჭრეთში ხორციელდება. პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება 50%-ით, ახალგაზრდებისათვის - 55 %-ით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვისთვის კი 60%-ითა განსაზღვრული.
რაც შეეხება ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამურ ოდენობას, 30 000 ლარს შეადგენს.
„პროგრამის მიზანია წყლით უზრუნველყოფილ არეალებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი გარემოს შექმნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის ამოცანას, ასევე, წარმოადგენს სოფლად ეფექტური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა და პროცესების მართვის გაუმჯობესება, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.