საზოგადოება
22.10.2025 14:36
14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული

დღეის მდგომარეობით, 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული და ფერმერებმა 4 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს, - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

„დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 14-მა საწარმომ 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა და ფერმერებმა 4 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

კვირის ამბები