საზოგადოება
22.10.2025 14:34
გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო ინგლისურის შესასწავლად უფასო კურსებზე მიღებას აცხადებს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო, სასაუბრო ინგლისურის კლუბში, IX–XII კლასების მოსწავლეებისთვის მიღებას აცხადებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კლუბს მშვიდობის კორპუსის მოხალისე (Peace Corps Volunteer) უხელმძღვანელებს, რომელიც პროექტის მონაწილეებს ინგლისურის დაუფლებაში და ამერიკული კულტურის გაცნობაში დაეხმარება.

„თუ გსურს ისწავლო და ისაუბრო ინგლისურად, ეს კლუბი შენთვისაა. შეხვედრები იქნება ინტერაქტიული და სახალისო, ვიდეოებით, სიმღერებით, როლური თამაშებით, დებატებით და სხვა საინტერესო აქტივობებით გამრავალფეროვნებული.

პროექტის დასრულებისას მონაწილე თავისუფლად შეძლებს ინგლისურად საუბარს, რეალურ სიტუაციებში ინგლისურის გამოყენებას, გავრცელებული გამონათქვამების, სლენგების ათვისებას, გამოთქმის და მოსმენის უნარების გაუმჯობესებას. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება, ელექტრონულად, გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

კვირის ამბები