საზოგადოება
22.10.2025 14:33
გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისი ბანკის განახლებული ბარათებითაცაა შესაძლებელი

გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა TBC - თიბისი ბანკის განახლებული ბარათებითაცაა შესაძლებელი, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა გორის სატრანსპორტო ბარათით და ახლა უკვე - თიბისი ბანკის განახლებული ბარათებითაა შესაძლებელი. ბარათების აღება კი TBC - თიბისი ბანკის ყველა ფილიალში, საკომისიოს გარეშე, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, გორში, მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის 8 თებერვლიდან მოძრაობს და მოქალაქეები შეღავათებით სარგებლობენ.

შეღავათი კი, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს უწესებს, ასეთია - პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასოა.

კვირის ამბები