საერთაშორისო გამოფენაში - Amsterdam Private Label Trade Show 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
გამოფენაში განაცხადების მიღება 2025 წლის 4 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.
„საერთაშორისო გამოფენა - Amsterdam Private Label Trade Show 2026 ამსტერდამში, ნიდერლანდების სამეფოში 2026 წლის 19 - 20 მაისს გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას 70 ქვეყნიდან 3 100-ზე მეტი კომპანია იღებს და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან. ღონისძიება დაინტერესებულ პირებს კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობასაც აძლევს“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია კომპანია „კულამაც“ წარადგინა, რომელიც წლებია გორში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქმნის.