საზოგადოება
20.10.2025 13:37
20 ოქტომბერს სტატისტიკის მსოფლიო დღე აღინიშნება

საერთაშორისო საზოგადოება 20 ოქტომბერს სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. აღნიშნული თარიღის აღნიშვნა, 2010 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა.

 

რაც შეეხება საქართველოს, ისტორიული წყაროების მიხედვით, სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება.

1689 წლიდან კი, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას.

უკვე სტატისტიკის სამსახურის სახით კი, 1918 წლის 15 ნოემბერს, მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება და მიწის ფონდის აღრიცხვა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში.

ამჟამინდელი საქსტატი კი უამრავ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, აგრძელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების და სტანდარტების დანერგვას, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში და მონაწილეობას იღებს მაღალი დონის შეხვედრებში, რითაც ევროპის 20 ქვეყანას შორის იკავებს ადგილს.

კვირის ამბები