

გორის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში ბალახის თიბვა, ხეების სხვლა-ფორმირება, ასევე, სკვერების არასახიფათო ნარჩენებისგან (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) გასუფთავება ხორციელდება.
რაც შეეხება სოფლებს, საშემოდგომო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე და სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე შესაბამისი ღონისძიებები სოფლებში - ფლავში, ახალდაბასა და ქვეშში მიმდინარეობს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.