სპორტი
20.10.2025 12:00
საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, წლის ბოლო საშინაო მატჩს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ონლაინ: Biletebi . ge-ზე მიმდინარეობს. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. „გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“, - აღნიშულია ეროვნული ნაკრების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები