შიდა ქართლში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ქარელში წისქვილის არხის 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. საირიგაციო არხით ქარელის და სოფელ ზემო ხვედურეთის მოსახლეობა სარგებლობს.
„ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, დაახლოებით 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15,685 ჰექტარზე გაუმჯობესდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს