საზოგადოება
17.10.2025 14:10
ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაზე რეგისტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე გასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 27 ოქტომბრის 12:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.

რაც შეეხება ტესტირების თარიღს, 29 ოქტომბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

„მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6-თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

კვირის ამბები