სპორტი
17.10.2025 12:25
გორის „გორი“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის ოცდამესამე ტურის მატჩში გორის „გორი“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა.

საფეხბურთო მატჩი, რომელიც გორში, ქართლის სტადიონზე ჩატარდა, გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში გოლები ერეკლე ტაბატაძემ და გოგი მამულაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 48 ქულით მესამე პოზიციაზეა.

რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, „გორი: ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყება და პაატა თათარაშვილის სახელობის ხობის სტადიონი უმასპინძლებს.

კვირის ამბები