

16 ოქტომბერს ანესთეზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. მედიცინის ამ დარგის ისტორია მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ანესთეტიკის სახით მან გამოიყენა დიეთილის ეთერის ინჰალაცია. სწორედ ამიტომ, 16 ოქტომბერი ანესთეზიის მსოფლიო დღედაა აღიარებული.
როგორც მედიკოსები ამბობენ, თანამედროვე ანესთეზია არ არის მხოლოდ ტკივილის გაქრობა - ეს სიმშვიდის, უსაფრთხოების და კომფორტის გარანტიაა.
„პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სიმშვიდის მისაღწევად, ინფორმირებაა. წინასწარ კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან გვაძლევს შესაძლებლობას დავსვათ ყველა შეკითხვა.
ანესთეზიის დღე გვახსენებს, რომ თანამედროვე მედიცინა გვაძლევს საშუალებას ტკივილის გარეშე დავუბრუნდეთ ჯანმრთელობას და მშვიდად ჩავიტაროთ ოპერაცია“, - აცხადებენ მედიკოსები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.