გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. დღეს - 16, 17 და 18 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლის - „იავნანამ რა ჰქმნა“ პრემიერაა დაგეგმილი.
რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილის და ლევან ხაზიურის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მზიკა ტურაშვილი და ამირან ქაჩიბაია მონაწილეობენ.
სპექტაკლის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გორის თეატრმა 181-ე შემოქმედებითი სეზონი გუშინ, 15 ოქტომბერს, საპრემიერო სპექტაკლით - „მთებმა დახუჭეს თვალები“ გახსნა.
ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ გააცოცხლა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს