საზოგადოება
15.10.2025 14:00
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

ზურაბ ჟვანიას ფონდმა 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 18-30 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

პრემია ნომინაციებში თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები გაიცემა.

რაც შეეხება საკონკურსო განაცხადებს, როგორც მატერიალური სახით (ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №18, ბინა№25), ასევე, ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით: tsinandlispremia @ yahoo. Com მიიღება. პროცესი 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები