გორელი ძიუდოისტი ბაჩო დემეტრაშვილი „მასტერსი-საქართველო“-ს გამარჯვებულია.
შეჯიბრი 2009-2010 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის, რვა წონით კატეგორიაში ჩატარდა და გორელი სპორტსმენი +90 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ბაჩო დემეტრაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. ძიუდოისტის მწვრთნელი ირაკლი ლომიძეა.
„ჩემპიონატი „მასტერსი-საქართევლო“ ნაწილია პროექტის „მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს", რომელსაც ძიუდოს ფედერაცია სპორტის სამინისტროს თანადგომით ახორციელებს. მასტერსის მონაწილე ძიუდოისტებმა უდიდესი გამოცდილება დააგროვეს და მომდევნო წლისთვის ჩვენ უკვე მივიღებთ ჭაბუკთა ნაკრებს ძალიან კარგი საშეჯიბრო გამოცდილებით“, - აღნიშნა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს