საზოგადოება
15.10.2025 11:26
გავუფრთხილდეთ საზოგადოებრივ სივრცეებს - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას ქალაქის იერსახის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს

გავუფრთხილდეთ საზოგადოებრივ სივრცეებს და ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე, - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას ქალაქის იერსახის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს და გაუმჯობესების მიზნით, არაერთ სამუშაოს ახორციელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თანამშრომლები, სეზონურ სამუშაოებთან ერთად, ქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელების კედლებს წარწერებისგან ასუფთავებენ, ასევე, სკვერებსა და სპორტულ სივრცეებში რეაბილიტაცია უტარდება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.

„კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ და ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის, წესრიგის, უსაფრთხოების დაცვასა და უზრუნველყოფაზე“, - აცხადებენ საგენტოში.

კვირის ამბები