გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგებისთვის პროექტს - „გზა წინსვლისკენ“ ახორციელებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საგანმანათლებლო აქტივობა მიზნად ისახავს სახელოვნებო და სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის პროფესიული კავლიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე სწავლების მეთოდების დაუფლებას და საგაკვეთილო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
„პროექტი კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“ კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მიმართულების მასტერკლასების ჩატარებას მოიცავს“, - აცხადებენ სააგენტოში.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში მიმდინარეობს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს