საზოგადოება
13.10.2025 11:56
სოფელ მეჯვრისხევში ხათუნა სარაულის ოჯახს გორის მერიამ ახალი საცხოვრისი გადასცა

სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ახალი საცხოვრისი გადასცა.

ხათუნა სარაულს, რომელიც ავარიულ სახლში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, მერიამ ხის კოტეჯი საკუთარ მიწაზე აუშენა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, ამ დრომდე, ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში 30-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი.

პროექტი უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახებისთვის საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას ითვალისწინებს.

კვირის ამბები