საზოგადოება
10.10.2025 15:29
გორის №2 საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსიაა

სსიპ ქალაქ გორის №2 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ და გააჩნდეს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; CV (მისამართი, ელ. ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით) და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 700-800 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 19 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.

კვირის ამბები