საზოგადოება
10.10.2025 14:26
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, 10 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო და აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა, სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები