საზოგადოება
10.10.2025 11:27
10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 26 წლის წინ დაარსდა და მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, 1999 წლიდან აღინიშნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა და მეტყევის პროფესიას ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია აქვს. მეტყევეები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს - ტყეს იცავენ, შესაბამისად, აღნიშნული პროფესია მეტად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია, ხოლო მეტყევეების დაუღალავი შრომა - შეუფასებელი.

2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

კვირის ამბები