გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ზვიად ბაზანდარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
ასპარეზობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. შეჯიბრში ვაჟებთან ერთად გოგონები და ვეტერანი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
ტურნირი გორელმა მოჭიდავეებმა შვიდი მედლით დაასრულეს.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები დალი მაზანაშვილი, გიორგი ინაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გახდნენ. მეორე ადგილზე მიხეილ ჩალაბაშვილი, ზურაბ ჭიღლაძე და ნინო გოგაძე გავიდნენ. დავით ქარელმა, კობა აკოფაშვილმა და მართა ფსუტურმა ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გათამაშდა თასები, მედლები, დიპლომები, ფულადი პრიზები და, ტრადიციულად, მოზვერი და ცხვარიც.
ზვიად ბაზანდარაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და სპორტული კარიერის მანძილზე, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე, არაერთი მედალი აქვს მოპოვებული