

გორში, საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, იოსებ ჯუღაშვილის მემორიალური სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ სამუზეუმო ნაწილში ვიზიტორების შესვლა დროებით დაშვებული არ არის.
ელექტრონული ტენდერის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 138 100 ლარს შეადგენს და გათვალისწინებულია კომპლექსური სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის - მემორიალური სახლის ექსტერიერის და დამცავი ფანჩატური (აღნიშნული პავილიონის ავტორი, არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი) რესტავრაცია.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია დავითი“ აწარმოებს. კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2026 წლის აგვისტომდე აქვს.
ინფორმაციისთვის, სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლი 1937 წელს აღდგა და აღნიშნულ სივრცეში მუზეუმი გაიხსნა. ამასთან, სამუზეუმო კომპლექსი საექსპოზიციო შენობას და სტალინის პირად ვაგონს მოიცავს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს