

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, გორში, ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის 190-მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლოების მოწყობა მიმდინარეობს.
„აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 153 000 ლარია. პროექტის მიხედვით, საფეხმავლოების გარდა, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება გარეგანათების სისტემაც“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.