საზოგადოება
09.10.2025 14:22
10 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

დღეიდან, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 10 ოქტომბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად კლება.

10 ოქტომბერს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება. პარალელურად, მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი. მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ღამის საათებში 5-7, დღისით კი 15-18 გრადუსია მოსალოდნელი.

კვირის ამბები