სპორტი
08.10.2025 11:45
კარალეთში ზვიად ბაზანდარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება - შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში ხვალ ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ზვიად ბაზანდარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ხვალ, 9 ოქტომბერს ჩატარდება და ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 17:00 საათზე დაიწყება.

ასპარეზობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართება და ვეტერანი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

რაც შეეხება დაჯილდოებას, თამაშდება თასები, მედლები, დიპლომები, ფულადი პრიზები და, ტრადიციულად, მოზვერი და ცხვარიც.

ზვიად ბაზანდარაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და სპორტული კარიერის მანძილზე, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე, არაერთი მედალი აქვს მოპოვებული.

კვირის ამბები