სპორტი
07.10.2025 13:45
შიდა ქართლში „სპორტული თამაშები - 2025“ დასრულდა

შიდა ქართლში დასრულდა „სპორტული თამაშები 2025".

შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულბს და პრიზიორებს, კალათბურთი: I ადგილი კასპი; II ადგილი - ქარელი; III ადგილი - გორი.

ქართული ჭიდაობა: I ადგილი - გორი; II ადგილი - კასპი; III ადგილი - ქარელი.

მარათონი მამაკაცები: I ადგილი - სანდრო ციცქიშვილი (ქარელი); II ადგილი - მამუკა ბადაშვილი (გორი); III ადგილი - საბა ტყემალაძე (ქარელი). ქალები: I ადგილი - ეთერ ბახტურიძე (ჯავა); II ადგილი - ლიზი ედიშერაშვილი (გორი); III ადგილი - ანანო მერებაშვილი (გორი).

ფეხბურთი: I ადგილი - ხაშური; II ადგილი - ქარელი; III ადგილი - გორი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 

კვირის ამბები