4 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80.79% (932 916 ხმა) მიიღო, რაც შეეხება სხვა პარტიებს:
,,გირჩი“ – 3.292% (38 012 ხმა)
,,გახარია საქართველოსთვის“ – 3.87% (44 692 ხმა)
,,ძლიერი საქართველო - ლელო“ – 6.77% (78 181 ხმა)
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0.845 (9 752 ხმა)
,,თავისუფალი საქართველო“ – 0.325 (3 751 ხმა)
,,ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 0.412% (4 760 ხმა)
,,კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 2.764% (31 914 ხმა)
,,მამული, ენა, სარწმუნოება“ – 0.377% (4 357 ხმა)
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს,საქართველოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში მმართველო პარტიის კანდიდატი ლიდერობს ასევე დიდი უპირატესობით.
გორის ოლქში, კონსტანტინე ბუზალაძემ - ,,ქართული ოცნება“, ამომრჩეველთა ხმების 87.02 % (26 380 ხმა) მიიღო, ნიკოლოზ დოლიაშვილმა - ,,ძლიერი საქართველო - ლელო“ კი - 12.98% (3 935 ხმა).
რაც შეეხება შიდა ქართლის დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქებს:
ქარელი
ზაზა გულიაშვილი - ,,ქართული ოცნება“ – 95.409%
ზვიად მექვაბიძე - ,,თავისუფალი საქართველო“ – 7.591%
კასპი
ვახტანგ მაისურაძე - ,,ქართული ოცნება“ – 92.844%
თათია ბროლაძე - ,,გახარია საქართველოსთვის“ – 7.156%
ხაშური
პაატა ჩადუნელი - ,,ქართული ოცნება“ – 77.648%
ვალერი გელაშვილი - ,,დამოუკიდებელი“ – 22.352%
თვითმმართველობის არჩევნებს 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა.