

11 და 12 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრირებულ პირებს დღეს, 7 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირებაში.
პრეტესტის გავლა შესაძლებელია ონლაინ, 7 ოქტომბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებული ბმულის გამოყენებით.
„ავტორიზაცია მოხდება პირადი თერთმეტნიშნა ნომრითა და პაროლით: test
საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და გამოსაცდელები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და გაეცნონ სისტემას“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.