სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტს 59 521 ვიზიტორი ეწვია.
მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ოქტომბრამდე მუნიციპალიტეტს 368 250 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 287 597 უცხოელია.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინაარე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი - ივნისში, ყველაზე ცოტა კი თებერვალში ეწვია.
„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტს იანვარში - 10 554, თებერვალში - 9 819, მარტში - 17 535, აპრილში - 33 889, მაისში - 60 852, ივნისში - 63 469, ივლისში - 53 251, აგვისტოში კი 59 360 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს