საზოგადოება
04.10.2025 21:23
გორში, „ქართული ოცნების“ ოფისში, გამარჯვებას ზეიმობენ

„ქართული ოცნების“ გორის ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ. როგორც  მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით ლიდერობს. კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, არჩევნებმა გორის №32-ე  ოლქის ყველა უბანზე მშვიდ ვით ჩაიარა.

„არჩევნებმა გორის მუნიციპალიტეტში ჩაიარა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ფაქტობრივად არ ჰქონია ადგილი არცერთ ექსცესს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ჩვენს ამომრჩეველს... მინდა ვთქვა, რომ დღეიდან იწყება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო აღმშენებლობა და განვითარება მშვიდობიან გარემოში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას.

გპირდებით, რომ ყველა ის დაწყებული პროექტი რომელიც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, სრულად გაგრძელდება. მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა ჩვენი ქალაქის გენგეგმას, რომელიც კიდევ უფრო სწორ განაშენიანებას შეუწყობს ხელს. ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

კვირის ამბები