ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მოსახლეობამ და ამომრჩეველმა გააკეთა სწორი არჩევანი, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ განაცხადა.
კონსტანტინე ბუზალაძემ საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
„არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, აქტივობა ისეთი იყო, რა მოლოდინიც გვქონდა. მოსახლეობისგან მოდიოდა დადებითი ემოციები და შეიძლება ითქვას, ჩვენი ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე, რისთვისაც მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. წარმატება, ასევე, ვუსურვო ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობას იღებდა ქართული ოცნების გუნდიდან. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენმა მოსახლეობამ და ამომრჩეველმა გააკეთა სწორი არჩევანი და ეს პროგრესი, განვითარება და აღმშენებლობა იქნება შეუქცევადი“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.