საზოგადოება
04.10.2025 13:02
12:00 საათის მონაცემებით, გორში, საკუთარი არჩევანი 18 068-მა მოქალაქემ დააფიქსირა

გორში, 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი არჩევნებზე 18 068-მა ამომრჩეველმა მოიხადა, რაც №32-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა 16,16%-ია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ უბნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

№32 გორის საარჩევნო ოლქში 95 უბანია შექმნილი და 111 784 ამომრჩეველი ფიქსირდება. აქედან, 68 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხოლო 27-ში, ტრადიციულად ხდება ხმის მიცემა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გორში სპეციალური უბანი არ არის შექმნილი.

კვირის ამბები