

გორში, 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 10 011-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
ამ დროისთვის, გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ უბნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება.
№32 გორის საარჩევნო ოლქში 95 უბანია შექმნილი და 111 784 ამომრჩეველი ფიქსირდება. აქედან, 68 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხოლო 27-ში, ტრადიციულად ხდება ხმის მიცემა.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გორში სპეციალური უბანი არ არის შექმნილი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.