

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა სასკოლო კონკურსის - ნიკო კეცხოველის პრემია 2025-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობდნენ. 2024-2025 წლის საკონკურსო თემა კი - ბუნების დაცვა და კეთილდღეობა (საქართველოს დაცული ტერიტორიები) იყო.
„მადლობა გუნდის თითოეულ წევრს იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც ისეთ გრანდიოზულ პროექტზე მუშაობას სჭირდება, როგორიც სასკოლო კონკურსი ნიკო კეცხოველის პრემიაა. სამეულში მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.