ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 001 968-მდე გაიზარდა.
Worldometers-ის ამ დროის ინფორმაციით, 150-მდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 001 968 ადამიანი, გარდაცვლილია 51 432 პირი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 210 308 ადამიანია.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში დაფიქსირდა, შემდგომ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.